Logo-newborn
                                   neonatologia.wap.sh
HomeHomeChat-icon-0Chat

 

პერსისტირებული  ფეტალური სისხლის მიმოქცევა (პფსმ) -(ფილტვების ჰიპერტენზია)

- ფილტვების სისხლძარღვთა სისტემის ჰიპერტენზია იწვევს ფეტალური სისხლის მიმოქცევის შენარჩუნებას. (persisto- მუდმივად მყოფი).

პათოფიზიოლოგია: შუნტი მარჯვნიდან-მარცხნივ ფეტალური კომუნიკაციებით (Foramen ovale, Ductus arteriosus)=>ციანოზი

კლასიფიკაცია:

1. ადაპტაციური მექანიზმების დარღვევები: ნებისმიერი ჰიპოქსემია (მეკონიური ასპირაცია , RDS,  პნევმონია და სხვ.), აციდოზი, ჰიპერკაპნია, პოლიციტემია, ჰიპოგლიკემია.

2. ფილტვების სისხლძარღვების მედიალური კედლის ჰიპერტროფია (შეძენილი ანტენატალურად): პროსტაგლანდინების სინთეზის უკმარისობა, ქრონიკული ანტენატალური ჰიპოქსია+აციდოზი, დედის მიერ ლითიუმის პრეპარატების მიღება.

3. ფილტვების სისხლძარღვების კედლის ჰიპოპლაზია (შეძენილი ანტენატალურად): თანდაყოლილი მანკები (დიაფრაგმია თიაქარი, ნაყოფის წყალმანკი, ვერდნიგ-ჰოფმანის დაავადება,  ანჰიდრამნიონი , n.Phrenikus-ის აპლაზია.

კლინიკა: ციანოზი დაბადებისთანავე, დისპნოე, მომატებულია PaCO2, ჰიპეროქსიური ტესტი-არ არის pO2 ზრდა, ხშირად სისტოლური შუილი, არტერიალური წნევის დაქვეითება.

Rg-გრაფია: "განსაცვიფრებელი" ნორმა, კლინიკურ მდგომარეობასთან შეუსაბამობა.

ექოკარდიული გამოკვლევა: მთავარია!

მკურნალობა:

1. ძირითადი დაავადების მკურნალობა.

2. მონიტორინგი: tcPO2, tcPCO2, SaO2 პრე- და პოსტდუქტალურად, არტერიული წნევა, ცენტრალური ვენის კათეტერიზაცია, "მინიმალური შეხების" პრინციპი (Minimal hendlind).

NB! მკურნალობის მთავარი ამოცანაა  ფილტვების სისხლძარღვების წინაღობის შემცირება + არტერიული წნევის ამაღლება=>მოხდება სისხლის მიმოქცევის "შებრუნება". ამისათვის საჭიროა:

1)ხელოვნური სუნთქვა: ტრადიციული ვენტილაცია - PaO2 უნდა იყოს 60 მმ Hg (პირდაპირი ეფექტი) =>თუ ვერ მიიღწევა=>მაღალსიხშირიანი ვენტილაცია=>NO-ვენტილაცია;

2)ალკალიზაცია =>ნატრიუმის ბიკარბონატით=მიზანია ph=7,5;

3)ტალაზოლინი (Prescol)დოზით 1 მგ/კგ თავის ვენაში (ზედა ღრუ ვენა->მარჯვენა წინაგული->მარჯვენა პარკუჭი->ფილტვის არტერია) 10 წთ-ის განმავლობაში. ეფექტურობის შემთხვევაში ტალაზოლინის ინფუზია გრძელდება ხანგრძლივად დოზით 1-3 (5) მგ/კგ/სთ.

NB! ფრთხილად, შესაძლებელია არტერიული წნევის მკვეთრი დაცემა! (ახლოს გქონდეთ პლაზმა ან სისხლი + არტერიული წნევის ზუსტი მონიტორინგი).

4) არტერიული წნევის მომატება =>მოცულობითი დატვირთვა+დოპამინი (5-10-20 მკგ/კგ/წთ) მხოლოდ ცენტრალურ ვენაში, დობუტამინი (5-10-20 მკგ/კგ/წთ) გულის უკმარისობისას, ნორადრენალინი 0,05-0,5 მკგ/კგ/წთ.

5)თუ არაფერს ეფექტი არა აქვს =>ექსტრაკორპორული მემბრანული ოქსიგენაცია (ეკმო).


  პერსისტირებული ფეტალური ცირკულაციის (მარჯვნიდან-მარცხნივ) და ღია არტერიული სადინარის (მარცხნიდან-მარჯვნივ) დიფერენციალური დიაგნოსტიკა

ნიშანი

პერსისტირებული ფეტალური ცირკულაცია (მარჯვნიდან-მარცხნივ)

ღია არტერიული სადინარი

(მარცხნიდან-მარჯვნივ)

ფილტვების ატელექტაზი

ტიპიურია

იშვიათია

აპნოე

შესაძლებელია

ტიპიურია

გენერალიზებული ციანოზი

პირველი დღიდან

კვირის ბოლოდან

ქვედა კიდურების ციანოზი

ტიპიურია

არ ახასიათებს

ვარდისფელი ქაფი (პირიდან)

იშვიათია

ტიპიურია 1 კვირის ბოლოს

პულსი

სუსტი, მცირე

მაღალი. ჩქარი, მხტუნავი

არტერიული წნევა

მაღალია ან დაბალია

მარალი პულსური, დაბალი დიასტოლური

ღვიძლის ზომები

უმნიშვნელო

ჰეპატომეგალია

მნიშვნელოვანი ჰეპატომეგალია

შუილები გულის არეში

სისტოლური ან არ არის

ტიპიურია სისტოლო-დიასტოლური

ეკგ

მარჯვენა გულის

გადატვირთვა

თავიდან მარცხენა გულის გადატვირთვა, შემდეგ მარჯვენა გულის


HomeHome



Lamborghini Huracán LP 610-4 t