Duck hunt
Logo-newborn
                                   neonatologia.wap.sh
HomeHomeChat-icon-0Chat

 დედის პათოლოგიის ზეგავლენა ახალშობილის მდგომარეობაზე

ორსულის პათოლოგია     

ნაყოფზე ზეგავლენა      

გულის მანკი (ციანოზით)

ზრდისა და განვითარების შეფერხების სინდრომი.

თირკმლების პათოლოგია 

ზრდისა და განვითარების შეფერხების სინდრომი.

ქოლესტაზი

ნაადრევი მშობიარობა.

ფენილკეტონურია

მიკროცეფალია,ფსიქიკური განვითარების შეფერხება.

ენდემური ჩიყვი 

ახალშ. ჰიპოთირეოიდიზმი.

ჰიპერპარათირეოიდიზმი 

ახალშ. ჰიპოკალციემია.

დისტროფიული მიოტონია 

ახალშ. დისტროფიული მიოტონია.

სისტემური წითელი მგლურა

ახალშ. გულის გამტარი სისტემის დარღვევები, გამონაყარი კანზე, ანემია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, პერიკარდიტი.

ავთვისებიანი მიელომა 

მეტასტაზები პლაცენტაში

ბალლანშტეინის სინდრომი, ანუ „დედის სარკისებრი“ სინდრომი, ფსევდოტოქსემია

პრეეკლამფსიის მაგვარი სინდრომი, რომელიც ნაყოფზე „აირეკლება“ წყალმანკის სახით და ანემიით. დამახასიათებელია ე.წ. „სამმაგი“ შეშუპება - ნაყოფის, პლაცენტის და დედის ორგანიზმის. თრომბოციტოპენია არ ახასიათებს.

დედის ინფექცია 

ნაყოფის ანტენატალური სიკვდილი, ნაადრევი მშობიარობა.

ორსულთა  ჰიპერტონია

ახალშ. ჰიპორეგენერატორული ნეიტროპენია, ჰიპორეგენერატორული ტრომბოციტოპენია, რეტიკულოციტოზი, ნორმობლასტოზი, პოლიციტემია.


 სანაყოფე წყლების რაოდენობა

     ორსულობის ბოლოს სანაყოფე წყლების 40%-ს აწარმოებენ თირკმლები, ხოლო 60% - პლაცენტა და ფილტვები. ფილტვების ფიზიოლოგიური განვითარებისათვის საჭიროა სანაყოფო წყლების ნორმალური რაოდენობა. მცირეწყლიანობის პათოგენეზი - ამნიონის ეპითელიუმის განუვითარებლობა ან მათი ფუნქციების დაქვეითება.

     მცირეწყლიანობა=> ნაყოფის სუნთქვითი მოძრაობების დაქვეითება=>სასუნთქი კუნთების განვითარების შეფერხება => სუნთქვითი დარღვევები ახალშობილებში.

მრავალწყლიანობა (ჰიდრამნიონი), ვითარდება ამნიონის სეკრეტორული და რეზორბციული ფუნქციების დარღვევევბის შედეგად. სანაყოფე წყლების რაოდენობა 1,5 ლ-ზე მეტი.

მიზეზები:

     მრავალწყლიანობა=> ანენცეფალია, ჰიდროცეფალია; ყლაპვითი დარღვევები (ნაყოფის ცნს-ის დაზიანებები ან სხვა ეტიოლოგიის ყლაპვის აქტში მონაწილე კუნთების ჰიპოტონია), საყლაპავი მილის ატრეზია, ტუჩისა და ხახის დეფექტები, დიაფრაგმის დეფექტები, ტრისომია 18,21,არაობსტრუქციული ჰიდრონეფროზი, განვითარების მრავლობითი მანკი.

ნაყოფის ჰიპოქსია=>ცნს-ის გაღიზიანება: გულისცემის სიხშირის დაქვეითება =>ჟანგბადის მოხმარების შემცირება 19%-ით; მოძრაობითი აქტივობის ზრდა=>pO2 ზრდა 30%-ით.


HomeHome