XtGem Forum catalog
Logo-newborn
                                   neonatologia.wap.sh
HomeHomeChat-icon-0Chat
რესპირატორული დისტრეს სინდრომი (რდს)

   მორფოლოგიურად და ფუნქციონალურად უმწიფარი ფილტვების სურფაქტანტის უკმარისობთ გამოწვეული დაავადება. სურფაქტანტის დეფიციტი იწვევს ალვეოლების კოლაფსს, დამყოლობისა და ფილტვების ფუნქციონალური ნარჩენი მოცულობის (FRC) შემცირებას. რდს-ის განვითარების რისკი მცირდება, თუ ფარდობა ლეციტინ/სფიგმომიელინი >2:1 (28 კვ გესტაციის ახალშობილებშიც) და რისკი მატულობს თუ :<1,5:1.

სურფაქტანტის სინთეზს სტიმულირებენ:

1. სტეროიდები;

2. თიროტროპინ-რეალიზებადი ჰორმონი;

3. ესტროგენები;

4. ბეტა-ადრენომიმეტიკები, ბრომჰექსინი;

5. ჰეროინი და კოკაინი.

სურფაქტანტის სინთეზს აქვეითებენ:

1. ინსულინი;

2. ჰიპერგლიკემია;

3. ჰიპოქსემია;

4. აციდემია;

5. საკეისრო კვეთა.

სურფაქტანტის ნახევარდაშლის დროს ამოკლებს:

1. 100% ჯანგბადით ინჰალაცია;

2. ხელოვნური სუნთქვა PEEP-ის გარეშე და მაღალი PIP=40სმ H2O (ალვეოლებში ჭარბი მოცულობა).

პროფილაქტიკა: ბეტამეტაზონის შეყვანა ორსულებში ადრეულ მშობიარობამდე (32-34 კვირის გესტაციის ასაკამდე) 48 საათით ადრე.

მკურნალობა:

1.  ხელოვნური სუნთქვა სტარტული პარამეტრებით:

PIP=20-25 სმH2O

PEEP=5 სმH2O

FiO2=60-80%%

f=60-80 სუნთქვა/წთ-ში

2. სურფაქტანტული თერაპია (საკუთარი პრაქტიკიდან)

ჩვენებები: გესტაციური ასაკი 28 კვ და ნაკლები (სურფაქტანტული თერაპია იწყება სამშობიარო ბლოკში), მძიმე დისტრესი, მეკონიური ასპირაცია, მძიმე ასფიქსია;

შეყვანის ტექნიკა: ინტუბაცია, საჭიროებისამებრ ტრაქეის სანაცია, საინტუბაციო მილში კათეტერის შეყვანის, რომლის მეშვეობით ხდება კუროსურფის შეყვანა, ახალშობილის პოზირება (მარჯვნივ/მარცხნივ), ხელოვნური სუნთქვა პარამეტრებით: FiO2>40%; PIP> 20სმ H2O; PEEP>4სმ H2O ან Ti>0,4 წმ.

კუროსურფის დოზა: 1,3მლ/კგ=100მგ/კგ 

სურფაქტანტული თერაპიის ეფექტები: ფუნქციონალური ნარჩენი მოცულობისა (FRC) და სუნთქვითი მოცულობის (VT) ზრდა, paCO2 შემცირება და paO2 მატება.

კუროსურფის მეორე დოზა გამოიყენება 8-12 საათის შემდეგ, თუ ადგილი აქვს ვენტილაციის პარამეტრების გაუარესებას.

3. თერმალური რეჟიმის მკაცრი დაცვა;

4. აციდოზის კორექცია.

 

  დიფერენციალური დიაგნოსტიკა:


HomeHome