Logo-newborn
                                   neonatologia.wap.sh
HomeHomeChat-icon-0Chat

     დერმატოგლიფიკა შეისწავლის ადამიანის ხელისგულებსა და ფეხისგულებზე პაპილარულ  სურათს, რომელიც სრულიად ინდივიდუალურია და ექვემდებარება გენეტიკურ კონტროლს. პაპილარული სურათების ანაბეჭდებს ღებულობენ თითების ანაბეჭდების აღების პროცედურის მაგვარად.
პაპილარული სურათის შეფასება
    დერმატოგლიფიკის ძირითადი ელემენტებია: რკალი, მარყუჟი და ხვეულები.


Dermatoglifika-neonatologia.wap.sh

     რკალი A (Arches) - თითების ბალიშებზე განლაგებული დისტალურად მომრგვალებული პაპილარული ხაზები. რკალის სურათი პროცენტულად მეტია საჩვენებელ თითზე და ნაკლებია ცერა თითზე. 5 და მეტი რკალის არსებობა მიუთითებს გენეტიკურ დაავადებაზე (ტრიპლოიდია, ტრისომია 18, ტრისომია 8 მოზაიციზმი, ტეტრასომია 9, პოლისომია X, სინდრომი XXY და XYY, პსევდოჰიპოპარათირეოიდიზმი, რუბინშტეინ-ტეიბის სინდრომი ).
    ხვეული W (Whorls) - თითების ცენტრში განლაგებული წრეები,ნორმაში გვხვდება 1 და 4 თითზე. ხვეულების სიმრავლე მიუთითებს ვილიამსის სინდრომზე .
     რადიალური მარყუჟი R (Radial loops) - ნახევრად შეკრული წრე, რომლის პროქსიმალური ბოლო მიმართულია დიდი თითისაკენ. ხშირია საჩვენებელ თითზე. რადიალური მარყუჟის R ლოკალიზაცია მე-3-5 თითებზე მიუთითებს: დაუნის სინდრომზე, დე ლანგეს სინდრომზე , 3p-, ტრიპლოიდიაზე, მეტაფიზარულ დისპლაზიაზე.
      ულნარული მარყუჟი U (Ulnar loops)- ნახევრად შეკრული წრე, რომლის პროქსიმალური ბოლო მიმართულია ცერი თითისაკენ. თან ახლავს დაუნისა და კლაინფელტერის სინდრომებს.


     ტრირადიუსი - ადგილი, სადაც სამი სხვადასხვა ადგილიდან მომართული პაპილარული ხაზი ერთმანეთს ერთვის, მაგრამ ერთმანეთის შეუხებლად. ხელისგულზე, თითების ძირში განლაგებული ტრირადიუსები აღინიშნება: a(საჩვენებელი თითი), b (შუა თითი), c (უსახელო თითი), d (ცერა თითი), ხოლო ხელისგულის პროქსიმალურ ნაწილში განლაგებულია ტრირადიუსი t.


    საჩვენებელი (a) და ცერა თითის (d) ტრირადიუსებიდან გატარებული ხაზები t-ტრირადიუსის ცენტრის მიმართულებით, გადაკვეთისას ქმნიან კუთხეს, რომელიც ნორმაში შეადგენს 57 გრადუსს.
    გარდა ამისა, ხელისგულზე უნდა იყოს 3 ღრმა ხაზი: ორი მათგანი ერთდება საჩვენებელი თითის ძირში და მესამე შუა თითიდან ხელისგულის ულნარული კუთხისკენ.
დერმატოგლიფიკურ გადახვევებს მნიშვნელობა აქვს ქრომოსომული დაავადებების დიაგნოსტიკისათვის:
    დაუნის დაავადება: 


HomeHome



XtGem Forum catalog