
სისხლდენები კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან
1.გადაუმუშავებელი სისხლის შემცველი განავალი - სისხლდენის წყარო განლაგებულია კუჭ-ნაწლავის დისტალურ ნაწილში (ანალური ხვრელი);
2.მელენა (შავი მურისებრი განავალი, გადამუშავებული სისხლით) -სისხლდენის წყარო განლაგებულია ტრეიტცის კვანძის ზემოთ; ტრეიტცის კვანძი (legamento del Treitz) -კუნთი, რომელითაც თორმეტგოჯა ნაწლავი მიერთებულია დიაფრაგმასთან.
3."მოცხარის ჟელესმაგვარი" განავალი (მუქი შინდისფერი განავალი) -სისხლდენის წყარო განლაგებულია ილეუმის დისტალურ ნაწილში, მაგ., ინვაგინაციისას.
კუჭ-ნაწლავის ზედა ნაწილში სისხლის მოხვედრის მიზეზებია:
- დედის სისხლი;
- სტრესული წყლულები;
- კოაგულოპათიები;
- კუჭის გაუვალობა (ან გადაგრეხა);
- პილოროსტენოზი;
NB! კუჭიდან სისხლდენების დროს უნდა გავითვალისწინოთ, რომ კუჭის მჯავას შეუძლია დამატებითი წყლულების წარმოქმნა და უკვე შექმნილი ტრომბების განადგურება, ამიტომ საჭიროა მჟავის ნეიტრალიზაცია ტუტე ხსნარებით (მაგ., კუჭის გამორეცხვის დროს).
კუჭ-ნაწლავის ქვედა ნაწილში სისხლდენების მიზეზებია:
- ანალური ხვრელის დაზიანება;
- ალერგიული პროქტო-კოლიტი;
- ინფექციური დიარეა;
- ნეკროტიზირებული ენტეროკოლიტი;
- სისხლძარღვების პათოლოგია;
- ნაწლავის გადაგრეხა;
- კუჭ-ნაწლავის გაორება;