
თრომბოციტოზი ახალშობილებში, როგორც წესი, არ არის ღრმა
დარღვევების მაჩვენებელი. საკმაოდ ხშირად გვხვდება საშვილოსნოსშიდა ინფექციების მაღალი რისკის ახალშობილებში (მაგ., პრევენტიული ანტიბაქტერიული თერაპიის შემდეგ, გარეგნულად დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში მყოფ ახალშობილებში).
- სასუნთქი გზების მწვავე ინფექციები;
- ქრონიკული ინფექციები (მაგ., ტუბერკულოზი);
- რკინადეფიციტური ანემიები;
- ჰემოლიზური ანემიები;
- მასიური სისხლდენები;
- იატროგენული (ადრენალინი, კორტიკოსტეროიდები);
- ტრავმები (ქსოვილების დაზიანებით);
- ანთებითი დაავადებები (კავასაკის (Kawasaki) სინდრომი );
- ავთვისებიანი სიმსივნეები (მათ შორის ქრონიკული მიელოგენური ან მეგაკარიოციტული ლეიკოზი);
- თირკმლების ქრონიკული დაავადებები.