Old school Easter eggs.
Logo-newborn
                                   neonatologia.wap.sh
HomeHomeChat-icon-0Chat

ნაწლავის ხაოების თანდაყოლი ატროფია, დევიდსონის დაავადება (Davidson's disease) -  იშვიათი, აუტოსომურ-რეცესიული ტიპის, თანდაყოლილი დაავადება. აპიკალური მიკროხაოების თანდაყოლილი დეფიციტი ნეონატალურ პერიოდში იწვევს  მძიმე დიარეას, საკვები ნივთიერებების შეწოვის დარღვევებს, სითხის ჭარბ კარგვას, მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის, ელექტროლიტური ბალანსის, ნივთიერებათა ცვლის მოშლას.

  წვრილი ნაწლავის შიდა ზედაპირზე წარმოდგენილი ნაწლავის ხაოების (villi intestinales) რიცხვი ნორმაში უნდა შეადგენდეს 40-ს 1მმ2 -ზე. ნაწლავის ხაოების თანდაყოლილი ატროფიის დროს ხაოები არ არის განვითარებული, ან „ირეცხება“ ადრეულ ნეონატალურ პერიოდში, ამიტომ ენტერალურად მიღებული საკვების გადამუშავება შეუძლებელია.

კლინიკა: მძიმე დიარეა, საკვები ნივთიერებების შეწოვის დარღვევები, სითხის ჭარბი კარგვა, მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის, ელექტროლიტური ბალანსის, ნივთიერებათა ცვლის მოშლა.

მკურნალობა: მუდმივად პარენტერალური კვება.

პროგნოზი: სიცოცხლის ხანგრძლივობა 1 წლამდე.


HomeHome