Snack's 1967
Logo-newborn
                                   neonatologia.wap.sh
HomeHomeChat-icon-0Chat

  ორგანიზმში სითხის გადანაწილების მექანიზმები

   უჯრედგარე სივრცის ოსმოლარობა განპირობებულია Na+და მისი ადეკვატური Cl- და HCO3- იონების, გლუკოზისა და შარდოვანას შემადგენლობით, მაშინ, როდესაც უჯრედშიდა სივრცის ოსმოლარობა დამოკიდებულია K+იონებზე.

   განმარტება: ოსმოლარობა და ტონიურობა (ანუ მას კიდევ უწოდებენ „ეფექტურ ოსმოლარობას“) ურთიერთგადაბმული, თუმცა განსხვავებული მცნებებია. ანუ, ტერმინები დაბოლოებით „-ოსმიური“, როგორიცაა იზოოსმიური, ჰიპეროსმიური, ჰიპოოსმიური განსხვავდებიან თავიანთი არსით ტერმინებისაგან დაბოლოებით „-ტონიური“ იზოტონიური, ჰიპერტონიული ან ჰიპოტონიური, კერძოდ ოსმოლარობა განსაზღვრავს ხსნარში გახსნილი, დიფუზიის შედეგად უჯრედის მემბრანაში გასული (penetrating) და უჯრედის მემბრანაში გაუსვლელი (non-penetrating) ნივთიერებების ჯამურ კონცენტრაციას, მაშინ, როდესაც ტონიურობა განსაზღვრავს მხოლოდ მემბრანაში გაუსვლელი ნივთიერებების (non-penetrating) კონცენტრაციას.

   დიფუნდირებადი ნივთიერებები, ანუ ნივთიერებები, რომელთაც შეუძლიათ უჯრედული მემბრანის გავლა და უჯრედში შეღწევა, იწვევენ უჯრედის მოცულობის ცვლას, რადგანაც უჯრედს შიგნით იზიდავენ წყალს. არადიფუნდირებადი ნივთიერებები ვერ გადიან უჯრედულ მემბრანას და საჭიროებენ დამატებით მექანიზმებს კონცენტრაციის წონასწორობის შესანარჩუნებლად.

     ამასთან, ხსნარი შეიძლება იყოს ერთდროულად ჰიპეროსმოლარული და იზოტონური, მაგალითად, უჯრედშიდა და უჯრედგარე სითხე შეიძლება იყოს ჰიპეროსმიური, თუმცა იზოტონიურიც, იმ შემთხვევაში, თუ ხსნარების საერთო კონცენტრაცია ერთ მონაკვეთში განსხვავებულია კონცენტრაციისა მეორე მონაკვეთში, ამასთან ერთმა ნივთიერებამ განვლო მემბრანა და თან წაიყოლია წყალი, თუმცა არ გამოიწვია ხსნარის მოცულობის ზრდა. (Widmaier, Eric P.; Hershel Raff, Kevin T. Strang (2008). Vander's Human Physiology, 11th Ed.. McGraw-Hill. pp. 108–12.)

ინგლისურენოვან ლიტერატურაში გვხვდება აგრეთვე მცნებები: ოსმოლალობა (osmolality) და ოსმოლარობა (osmolarity).

    ოსმოლალობა (osmolality) და ოსმოლარობა (osmolarity) ტექნიკურად განსხვავებული, მაგრამ ფუნქციონალურად იდენტური მცნებებია. ოსმოსური წნევა (osmolality) განსაზღვრავს 1 კილოგრამ გამხსნელში გაზავებული ნივთიერების ზომას (ოსმოლ/კგ), ოსმოლარობა კი განსაზღვრავს 1 ლიტრ გამხსნელში გაზავებული ნივთიერების ზომას (ოსმოლ/ლ).

პლაზმის ოსმოლარობა გამოითვლება Mansberger-ის ფორმულით:

Posm (მოსმ/ლ)=1,96 x Na (მმოლ/ლ) + გლუკოზა(მმოლ/ლ) + შარდოვანა(მმოლ/ლ)

ნორმაში: Posm = 270-300 მოსმ/ლ

NB! ოსმოსურობასა და ტონიურობას შორის განსხვავება განსაზღვრავს, მაგ., ნევროლოგიური დაზიანებების მექანიზმებს.

ოსმოლარული მდგომარეობების განვითარების წინაპირობები:

ჰიპეროსმოლარობა ჰიპერტონიულობის გარეშე

ჰიპეროსმოლარობა ჰიპერტონიულობით

ჰიპოოსმოლარული მდგომარეობა

აზოტემია:

-თირკმლის უკმარისობა

-ცილოვანი კატაბოლიზმი

-ჰიპერნატრიემია

-ჰიპერკალიემია

-ჰიპერგლიკემია

-ჰიპერმაგნიემია

ჰიპონატრიემია

ინტოქსიკაცია სპირტებით:

-ეთილის სპირტით

-მეთილის სპირტით

-ეთილენგლიკოლით

სხვა ნივთიერებების მატება:

მანიტოლის, სორბიტოლის, გლიცეროლის კონცენტრაციის ზრდა პლაზმაში



HomeHome