The Soda Pop
Logo-newborn
                                   neonatologia.wap.sh
HomeHomeChat-icon-0Chat

ხელოვნური სუნთქვის რეჟიმები (ვენტილაციის რეჟიმები)

         უნდა აღინიშნოს, რომ სხვადასხვა ფორმის ვენტილაციის აღმნიშვნელი ტერმინოლოგია  რამდენადაც მრავალფეროვანია, იმდენად სადავოა. ჩვენ გთავაზობთ ინგლისურენოვან ლიტერატურაში ფართოდ გავრცელებულ ტერმინოლოგიას.

 

IPPV/IMV –Intermittent Positive Pressure Ventilation/ Intermittent Mondatory Ventilation- კონტროლირებადი მექანიკური ვენტილაცია დადებითი წნევით=მონაცვლეობითი იძულებითი ვენტილაცია==> სუნთქვის პარამეტრები მკაცრად განისაზღვრება აპარატში შეყვანილი და დადგენილი მნიშვნელობებით, Ti, PIP და ჩასუნთქვის წნევით. სუნთქვითი მოცულობა განისაზღვრება PIP-ის დადგენილი მონაცემებით.

CPAP-Continuous Positive Airway Pressure-მუდმივი დადებითი წნევა სასუნთქ გზებში

 SIPPV-Synchronised Intermittent Positive Pressure Ventilation-კონტროლირებადი ვენტილაცია დადგენილი პარამეტრებით, სინქრონიზებული პაციენტის დამოუკიდებელ სუნთქვასთან. პრაქტიკულად, "პაციენტი ადგენს სუნთქვის სიხშირეს".

სინქრონიზაცია მიიღწევა ე.წ. ტრიგერული სისტემით, რომელიც უზრუნველყოფს პაციენტის დამოუკიდებელი სუნთქვის სინქრონიზაციას აპარატულ სუნთქვასთან, ანუ, როდესაც პაციენტი იწყებს ჩასუნთქვას, აპარატი "გრძნობს" ამ მომენტს და იწყებს ჩასუნთქვას. ეს მიიღწევა სხვადასხვა სასუნთქ აპარატში სხვადასხვანაირად:

- ჩასუნთქვისას მუცლის მოძრაობის მიხედვით  (მუცლის არის ამოწევა-ჩაწევა). დაფუძნებულია პრინციპზე, რომ ახალშობილს ახასიათებს ე.წ. "მიუცლით სუნთქვა". ე.წ. Graseby-ს კაპსულა ეწებება ჭიპსა და მკერდის ძვალს შორის, როდესაც ხდება ჩასუნთქვა, მუცლის ამობურცვისას კაფსულაში წნევა მატულობს, რაზეც რეაგირებს აპარატი. არ შეიძლება ამ კაფსულის მიმაგრება ნეკნების არეში, რადგანაც ჩასუნთქვისას ხდება, პირიქით, გულ-მკერდის ჩაწევა; გამოიყენება აპარატებში "Infant star".

- ტრაქეაში ნაკადური სიგნალის ცვალებადობის მიხედვით (აპარატის სენსორული ელემენტი გრძნობს ნაკადური სიგნალის ცვალებადობას); გამოიყენება აპარატებში "Stephanie".

- ენდოტრაქეალურ მილში სპონტანური ჩასუნთქვის მოცულობის ცვალებადობით (აპარატის სენსორული ელემენტი გრძნობს ჩასუნთქული მოცულობის ცვალებადობას); გამოიყენება აპარატებში "Babylog 8000".

- მონიტორის მიერ განსაზღვრული გულ-მკერდის იმპედანსის მიხედვით. გამოიყენება აპარატებში "Sechrist".

  ტრიგერული მოცულობა-აირების მოცულობა, რომელიც უნდა ჩაისუნთქოს პაციენტმა რათა ჩაირთოს იძულებითი ჩასუნთქვის ფუნქცია.

  თუ ასეთი სასუნთქი აპარატი არა გვაქვს, სინქრონიზაცია მიიღწევა პაციენტის სუნთქვის სიხშირესთან  აპარატის სასუნთქი პარამეტრების მიახლოვებით.

SIMV-Synchronised Intermittent Mondatory Ventilation-სინქრონული მონაცვლეობითი იძულებითი ვენტილაცია==>პაციენტი სუნთქავს დამოუკიდებლად სინქრონიზებულ იძულებით ჩასუნთქვებს შორის. ამ შემთხვევაში აპარატი აწარმოებს ერთეულ ჩასუნთქვებს პაციენტის დამოუკიდებელი სუნთქვის პროცესში დადგენილი PEEP-ის ფონზე. ანუ, ინტუბირებული და შეერთებული ხელოვნური სუნთქვის აპარატთან პაციენტი სუნთქავს დამოუკიდებლად, მაგრამ გარკვეული დროის განმავლობაში თუ "დაავიწყდა" ჩასუნთქვა, მის ნაცვლად ჩასუნთქას აწარმოებს აპარატი.

PSV-Pressure Support Ventilation- ვენტილაცია სუნთქვის ხელშეწყობით-ხდება ჩასუნთქვის საწყისი დროის სინქრონიზაცია, როდესაც ჩასუნთქვის დროის ხანგრძლივობა, გარკვეულ პარამეტრებში, დამოკიდებულია პაციენტზე. ჩასუნთქვისას წნევის მატებას და PIP-უზრუნველყოფას აწარმოებს აპარატი: ჩასუნთქვა წყდება, როდესაც ინსპირატორული ნაკადი აღემატება აპარატში დადგენილ მნიშვნელობას.

VG-Volume Guarantee-კონტროლირებადი და გარანტირებული წნევა-ექიმი ადგენს საჭირო სუნთქვით მოცულობას, რომელიც მიიღწევა PIP-ის მუდმივი ადაპტაციით. ამ შემთხვევაში, დამყოლობის, აეროდინამიკური წინაღობისა და სუნთქვის სპონტანური  მნიშვნელობების მიუხედავად, უნდა ჩამოყალიბდეს აპარატის მიერ დადგენილი სუნთქვის მოცულობა. შესაძლებელია VG-ს  და PSV-ს კომბინაცია.

VIVE-Variable Inspiratory and Variable Expiratory-ვენტილაცია ცვალებადი ჩასუნთქვისა და ამოსუნთვის ნაკადის მიხედვით.

უნდა აღინიშნოს, რომ VG-ს  და PSV-ს გამოყენების ფართო გამოკვლევები ჩვენს მიერ ძებნილ პირველწყაროებში ვერ ვნახეთ!

 
HomeHome