Logo-newborn
                                   neonatologia.wap.sh
HomeHomeChat-icon-0Chat

 თვალის პათოლოგი


   ჰიპელ-ლინდაუს (Hippel-Lindau) სინდრომი - ცერებრო-რეტინული ანგიომატოზი, ხშირია ვაჟებში, აუტოსომურ-დომინანტური: ბადურის კაპილარული ანგიომები + კანის, მოგრძო ტვინის, ნათხემის, ზურგის ტვინის, თირკმლების, კუჭქვეშა ჯირკვლის ანგიომები => გლაუკომა, კატარაქტა, სისხლჩაქცევები ბადურაში. პროგნოზი არადამაკმაყოფილი.
   შტურგე-ვებერ-კრაბეს-(Sturge–Weber-Krabbe)-სინდრომი  (სწორია: სტარჯ-ვებერ-კრაბეს სინდრომი) - თავის ტვინის რბილი გარსისა და თვალის ბადის ანგიომატოზი+თავის ტვინის კალცინოზი+ ცეცხლოვანი ნევუსები სახეზე. ხშირად თან ახლავს გულყრები, გლაუკომა, სამწვერა ნერვის ტოტების ხაზზე სისხლძარღვოვანი ნევუსები.
   რეკლინჰაუზენის (von Recklinghausen) სინდრომი, აუტოსომურ-დომინანტური, ქუთუთოების და ორბიტალური არის ნეიროფიბრომები (ქუთუთოებზე "რძიანი ყავის" ლაქები), ტრაბეკულური ქსელის მელანოციტარული ნევუსები + ძვლის სისტემის ანომალიები: დეფორმაციები, თავის ქალას ასიმეტრია და სხვ.
   ბურნევილის (Bourneville) დაავადება, ტუბეროზული სკლეროზი, მრავალი ორგანოს კეთილთვისებიანი სიმსივნეები,დამახასიათებელია ქუთუთოების ანგიოფიბრომები, მხედველობის ნერვისა და ბადურას გლიალური ჰამარტომები (ჰამარტომა-კეთილთვისებიანი სიმსივნისმაგვარი კვანძოვანი წარმონაქმნი, ქსოვილის განვითარების ანომალია). იწვევს: ეპილეფსიას, ინტელექტის დაქვეიტებას, თირკმლების, ფილტვების, გულის დაზიანებას.


HomeHome



XtGem Forum catalog