Insane
Logo-newborn
                                   neonatologia.wap.sh
HomeHomeChat-icon-0Chat

ნაყოფისსენსორული ფუნქციებისგანვითარება

1. ტაქტილური მგრძნობიარობა ვითარდება 8-დან 15-კვირამდე. 32 კვ. რეაგირებს გარემოს ტემპერატურულ ცვალებადობაზე, შეხებასა და ტკივილზე. ყველაზე მგზნობიარეა პირი, ხელის მტევნები, ტერფები.

2. ვესტიბულარული სისტემა (წონასწორობის შეგრძნება) ვითარდება 14-16 კვირისთვის. მნიშვნელოვანია მოძრაობითი აქტივობისთვის, სიმძიმის ძალის შეგრძნებისთვის, წონასწორობის შესანარჩუნებლად.  საშვილოსნოში ნაყოფის ჩვეული მდებარეობაა შუა ხაზზე ფლექსორულ პოზაში.  ახალშობილის პოზირების ცვალებადობა ამცირებს მასზე სიმძიმის ძალის ზემოქმედებას. ერთსა და იმავე მდგომარეობაში ყოფნა იწვევს კუნთებისა და ძვლების დეფორმაციას=>შემდგომი მოძრაობითი განვითარების დარღვევებს => გარემოს შეგრძნებისა და გამოკვლევის უნარის დაქვეითებას.

3. გემოს რეცეპტორების განვითარება იწყება მე-8 კვირიდან, 16 კვ-დან გრძნობს გემოს: უყვარს ტკბილი, არ უყვარს მწარე.

4. სმენის ჩამოყალიბება ხდება 20 კვირისთვის, 25 კვ. ფორმირებულია სმენის ძირითადი სტრუქტურები და ახალშობილს ესმის; 30 კვირიდან - განასხვავებს ინტონაციებს.

სანაყოფე წყლებში ხმა დაბალი სიხშირისაა (<1000 გერცი), ხმოვანება 70-85 დეციბელია სიხშირისა და ხმოვანების მკვეთრი პიკირების გარეშე. გაღვიძებას იწვევს ხმა 55 დეციბელზე მეტი.

5. მხედველობის სისტემის ძირითადი სტრუქტურები განვითარებულია 24 კვირისთვის, 29 კვ. - გუგების რეაქცია შუქზე, 36 კვ. - ხედავს, ისე, როგორც ახალშობილი. ქუთუთოები შუქს ადვილად ატარებენ, ამიტომ დღენაკლულებისთვის საჭიროა განათება დღისისით 10-600 ლუქსი, ღამით - 5 ლუქსი.

6. ყნოსვის შეგრძნება უკვე განვითარებულია 28-32 კვირისთვის, როდესაც ნაყოფი არჩევს მკვეთრ სურნელს.

მნიშვნელოვანია!

* მხედველობა - 20/150. ფერადი მხედველობა  უვითარდება დაბადებიდან 2 თვის შემდეგ.

* ახალშობილობისპერიოდში ტკივილის  ზემოქმედება იწვევს სტრესულ სიტუაციებზე რეაქციების მდგრად გაძლიერებას, სწავლისუნარიანობის მკვეთრად დაქვეითებას, ძილის ჩქარი ფაზის დარღვევებსა და თავის ტვინში ქერქის დათხელებას!

* რეანიმაციულ განყოფილებაშიხმაურის წყაროებია: 1. ინფუზიომატები (60-78 დეციბელი), 2. მონიტორები (59-64 დბ), 3. კუვეზის ჩამკეტები (96 დბ), 4. მობილური ტელეფონი (80 დბ). აპარატურის მოთავსება კუვეზის სახურავზე დაუშვებელია!



HomeHome