XtGem Forum catalog
Logo-newborn
                                   neonatologia.wap.sh
HomeHomeChat-icon-0Chat

  თირკმლების მწვავე უკმარისობა (თმუ)

დიაგნოსტიკური კრიტერიუმები:

           1) დიურეზის შემცირება <0,5 მლ/კგ/სთ, ან 300 მლ/კვ.მ/24სთ;

           2) პლაზმისკრეატინინისმატება >0,1 მმოლ/ლ.

მიზეზები:

პრერენალური 85%

რენალური 12%

პოსტრენალური 3%

-ჰიპოტენზია

-ჰიპოვოლემია (სისხლდენა, დიარეა, ჰიპოპროტეინემია)

-გულის უკმარისობა

-ფეტალური კომუნიკაციები

-ასფიქსია/ჰიპოქსია

-პოლიციტემია (Ht>65%)

-ჰიპოთერმია

მწვავე

-მწვ.ტუბულარული ნეკროზი

-თირკმლის ვენების ან არტერიების თრომბოზი

-დისემინირებული ინტრავასკულური კოაგულაცია (დიკ)

-ინტოქსიკაცია

თანდაყოლილი

-თირკმლების პოლიკისტოზი

-თირკმ.ორმხრივი აგენეზია

-ნეფროზული სინდრომი

-ურეთრის ობსტრუქცია

-შარდსადენების სტენოზი

-Megacistis, megaureter

-ნეიროგენული შარდის ბუშტი (რელაქსაცია, მორფინი, სიმსივნეები).

თმუ-ს სტადიები:

1.  პრეანურიული ოლიგურია - კლინიკური სურათი წარმოდგენილია საერთო პათოლოგიით (ოლიგურია, მეტაბოლური აციდოზი, ჰიპერვოლემია, აზოტემია);

2.  ანურია - ჩნდება ჰიპერჰიდრატაცია => შეშუპებები, სკლერემა, ფილტვების შეშუპება + მეტაბოლური აციდოზი + რესპირატორული ალკალოზი + ჰიპონატრიემია, ჰიპოკალციემია, ჰიპომაგნიემია, ჰიპოქლორემია, ჰიპერკალიემია;

3.  პოლიურია - დიურეზი 2-3-ჯერ აღემატება ნორმას. ჰიპერკალიემია=> ჰიპოვოლემია;

4.  აღდგენითი პერიოდი.


HomeHome