Old school Easter eggs.
Logo-newborn
                                   neonatologia.wap.sh
HomeHomeChat-icon-0Chat

სუნთვის ფუნქცია

სუნთქვის ფიზიოლოგია

თანამედროვე ხელოვნური სუნთქვის აპარატებში PPV, როგორც წესი, აქტუალურია სუნთქვის აქტის, ანუ ჩასუნთქვისა და ამოსუნთქვის, შემდეგი მონაცემები:

1. დრო (time).

2. მოცულობა (volume).

3. ნაკადი (flow).

4. წნევა (pressure).

1. დრო (time)

ჩასუნთქვა- inspiration-არის დროის მონაკვეთი ფილტვებში ჰაერის შესვლიდან ამოსუნთქვამდე. ამოსუნთქვა- expiration-არის დროის მონაკვეთი ფილტვებში ჰაერის გამოსვლიდან ჩასუნთქვამდე.

ამასთანავე, როდესაც საქმე ეხება თანამედროვე ხელოვნური სუნთქვის აპარატებს, ჩასუნთქვის აქტში განასხვავებენ ჩასუნთქვის ნაკადურ დროსა (Inspiratory flow time) და ინსპირაციულ პაუზას ( Inspiratory pause).

Inspiratory time = Inspiratory flow time + Inspiratory pause.

Inspiratory flow time –ჩასუნთქვის ნაკადურ დრო- არის დროის მონაკვეთი, როდესაც ფილტვებში ხდება ჰაერის შეღწევა.

Inspiratory pause (ანუ inspiratory hold) -ინსპირაციული პაუზა-არის დროის მონაკვეთი, როდესაც ჩასუნთქვის კლაპანი უკვე დახშულია, ხოლო ამოსუნთქვის კლაპანი ჯერ კიდევ არ არის გაღებული. ამ დროს ფილტვებში ჰაერის შეღწევა არ ხდება, მაგრამ ეს დროის მონაკვეთი, ანუ პაუზა ეკუთვნის ჩასუნთქვის აქტს.

ანალოგიურად, ამოსუნთქვის აქტში განასხვავებენ ამოსუნთქვის ნაკადურ დროსა (Exspiratory flow time) და ექსპირაციულ პაუზას (Exspiratory pause).

  Expiratory time = Expiratory flow time + Expiratory pause.

Expiratory flow time – ამოსუნთქვის ნაკადურ დრო-არის დროის მონაკვეთი, როდესაც  ხდება ფილტვებიდან ჰაერის გამოსვლა.

Expiratory pause -ექსპირაციული პაუზა-არის დროის მონაკვეთი, როდესაც ამოსუნთქვის კლაპანი უკვე დახშულია, ხოლო ჩასუნთქვის კლაპანი ჯერ კიდევ არ არის გაღებული. ამ დროს ფილტვებიდან ჰაერი არ გამოდის. დროის ამ მონაკვეთ, ანუ პაუზა, ტრადიციისამებრ, მიაკუთვნებენ ამოსუნთქვის აქტს

Total cycle time (Ventilatory period) –სუნთქვის ციკლის სრული დრო (ვენტილაციის პერიოდი) შეიცავს ჩასუნთქვისა და ამოსუნთქვის დროს.

Total cycle time (Ventilatory period) = Inspiratory time + Expiratory time ან

  Total cycle time = Inspiratory flow time + Inspiratory pause + Expiratory flow time + Expiratory pause

  2. მოცულობა (volume)

მოცულობა შეიცავს შედეგ მცნებებს: სივრცეს (space), ჭურჭლის მოცულობას (capacity) და მოცულობას, როგორც ფიზიკური ერთეულს (volume).

სუთქვის მექანიკაში განასხვავებენ შემდეგ სივრცეებს და მოცულობებს:

სუნთქვითი მოცულობა- Tidal volume (VT)- ჰაერის მოცულობა, რომელიც ავსებს და ტოვებს ფილტვებს ჩვეულებრივი (მშვიდი) ჩასუნთქვა-ამოსუნთქისას. N=6-8 მლ/კგ

წუთოვანი მოცულობა- Minute volume(MV)-სუნთქვითი მოცულობების ჯამი 1 წუთში.

ნარჩენი მოცულობა -Residual volume(RV)  -ჰაერის ნარჩენი მოცულობა ფილტვებში მაქსიმალური ამოსუნთქვის დასრულებისას.

ფუნქციური ნარჩენი მოცულობა-Functional residual capacity (FRC)  -ჰაერის მოცულობა, რომელიც რჩება ფილტვებში ნორმალური ამოსუნთქვის ბოლოს. N=30(22-25) მლ/კგ

FRC = TLC – IC

ჩასუნთქვის მოცულობა - Inspiratory capacity(IC)-მაქსიმალური ჩასუნთქვის მოცულობა, ჩვეულებრივი ამოსუნთქვის შემდეგ.

IC = TLC – FRC  ან  IC = VT + IRV

ფილტვების საერთო მოცულობა-Total lung capacity(TLC)  -ფილტვებში ჰაერის მოცულობა მაქსიმალური ჩასუნთქვის შემდეგ.

ფილტვების სასიცოცხლო მოცულობა -Vital capacity (VC) -ჩასუნთქვის მოცულობა მაქსიმალური ამოსუნთქვის შემდეგ.

  VC = TLC – RV

ჩასუნთქვის რეზერვული მოცულობა -Inspired reserve volume (IRV) -მაქსიმალური ჩასუნთქვის მოცულობა ჩვეულებრივი ჩასუნთქვის შემდეგ.

ამოსუნთქვის რეზერვული მოცულობა -Expired reserve volume (ERV) -მაქსიმალური ამოსუნთქვის მოცულობა ჩვეულებრივი ამოსუნთქვის შემდეგ.

  ERV = FRC – RV

მკვდარი სივრცე Dead  space(DS)-სასუნთქი სისტემის ის ზონა, სადაც არ არის გაზების ცვლა.

N=2-2,5 მლ/კგ.

 

3. ნაკადი (flow)

ნაკადი არის მოცულობის ცვალებადობის სიჩქარე. რესპირატორულ მექანიკაში გამოიხატება ლ/წთ-ში.

აირების ნაკადი N=35-70 ლ/წთ

ჩასუნთქვის ნაკადი N=0,03-0,05 ლ/წთ

ამოსუნთქვის ნაკადი N=0,037 ლ/წთ

 

  4. წნევა(pressure)

  წნევა არის ძალა, რომელიც მოქმედებს ფართობის ერთეულზე. წნევა სასუნთქ გზებში იზომება წყლის სვეტის სანტიმეტრებში (სმ H2O) ან მილიბარებში (1მბარი=0,9806379 (სმ H2O).

SGS სისტემაში 1 ბარი=106 დინი/სმ.

  სასუნთქი სისტემის დასაწყისში და ბოლოს წარმოქმნილი წნევის სხვაობას ეწოდება წნევის გრადიენტი (gradient). ამიტომ, ლიტერატურაში გრადიენტის დასახელებას წინ ემატება „ტრანს-“, მაგ., -ტრანსრესპირატორული, ტრანსპულმონალური და ა.შ.

  სუნთქვის მექანიკაში განასხვავებენ წნევის და გრადიენტის შემდგომ მაჩვენებლებს:

  წნევის მაჩვენებლები:

 

Paw – წნევა სასუნთქ გზებში

Pbs - წნევა სხეულის ზედაპირზე

Ppl - პლევრალური წნევა

Palv- ალვეოლარული წნევა 

Pes - საყლაპავისეული წნევა

 

  გრადიენტის მაჩვენებლები:

 

Ptr-ტრანსრესპირატორული წნევა: Ptr = Paw – Pbs

Ptt-ტრანსთორაკალურინწნევა: Ptt = Palv – Pbs

Pl-ტრანსპულმონალური: Pl = Palv – Ppl

Pw-ტრანსმურალური წნევა: Pw = Ppl – Pbs

 
HomeHome