Ring ring
Logo-newborn
                                   neonatologia.wap.sh
HomeHomeChat-icon-0Contact

 მეტჰემოგლობინემია

მიზეზები:
მშობიარობისას ადგილობრივი ანესთეტიკების ზედმეტი დოზის შეყვანა ეპიდურალური ანესთეზიის დროს;
მედიკამენტოზური-სულფანილამიდები;
თანდაყოლილი დაავადებები: Hb-M-ანომალია, NADH-დიფორაზის დეფიციტი.
კლინიკა:
-რუხი ციანოზი;
-არ არის ფილტვების ან გულის პათოლოგიის მონაცემები;
-pO2 და Sat (სატურაცია) პათოლოგიის გარეშე.
მკურნალობა:
-მეთილენის ლურჯი (1-2 მგ ინტრავენურად ნელა, საჭიროების შემთხვევაში 30 წტ-ის შემდეგ განმეორებით).
-ხანგრძლივი თერაპია ასკორბინის მჟავით 1 მგ/კგ/დღ. 
-მძიმე ინტოქსიკაციისას სისხლის შენაცვლებითი გადასხმა.


 მეტჰემოგლობინემიის ტესტი

  მეტჰემოგლობინემიის დროს ჰემოგლობინი შეიცავს 3-ვალენტიან რკინას (Fe+++), რომელსაც არ შეუძლია ჟანგბადის გადატანა. თუ ავადმყოფის სისხლს დავაწვეთებთ საფილტრ ქაღალდზე, მას ექნება ყავისფერი შეფერილობა. თუ ქაღალდს დავაფრიალებთ: მეტჰემოგლობინემიის დროს მისი ყავისფერი შეფერილობა არ შეიცვლება. თუ ფერი შეიცვალა ყავისფრიდან წითელზე (ანუ სისხლის წვეთში მყოფმა ერითროციტებმა შეითვისეს ჟანდბადი) - მეტჰემოგლობინემია არ არის.


HomeHome