Polly po-cket
Logo-newborn
                                   neonatologia.wap.sh
HomeHomeChat-icon-0Chat

      მალაბსორბციის სინდრომი - არის პათოლოგია, რომელშიც იგულისხმება საჭმლის გადამუშავებისა და მისი შეწოვის დარღვევები, ფეკალური მასების შემადგენლობისა და გამოყოფის პათოლოგია, შინაგანი ორგანოების დაზიანებები და ბავშვის განვითარების შეფერხება.

კლინიკა: ძირითადი ნიშანია ხანგრძლივი დიარეა (თხელი და ხშირი - 6-ჯერ  მეტი დღე/ღამეში 3 კვირაზე მეტი დროის განმავლობაში).

     ხანგრძლივი დიარეის მიზეზი შემთხვევათა

გამოჰყოფენ მალაბსორბციის 3 სახეობას:

1.შიდა კავიტარული - როდესაც ირღვევა საჭმლის გადამუსავება ნაწლავის ღრუში (მუკოვისციდოზი, კუჭქვეშა ჯირკვლის თანდაყოლილი ჰიპოპლაზიები, სანაღვლე გზების თანდაყოლილი ატრეზია, ენტეროკინაზის დეფიციტი);

2.ენტეროცელულარული - როდესაც ირღვევა მემბრანული მონელება ან შეწოვის პროცესები ენტეროციტის ფერმენტული სისტემის დეფექტის შედეგად. მათ შორის: საკვების ინგრედიენტების დაშლის დარღვევები (დისაქარიდაზული უკმარისობა); მემბრანული ტრანსპორტის დარღვევები (გლუცოზა-გალაქტოზის მალაბსორბცია, თანდაყოლილი ქლორიდული დიარეა , ენტეროპათიური აკროდერმატიტი);

3.პოსტცელულარული - როდესაც პროცესი ლოკალიზებულია ლორწოვანი გარსის ქვემოთ, ლიმფურ ძარღვებსა და კაპილარებში, რაც იწვევს პლაზმური ცილების ტრანსსუდაციას ნაწლავის ღრუში (ექსსუდაციური ენტეროპათია).


HomeHome