Logo-newborn
                                   neonatologia.wap.sh
HomeHomeChat-icon-0Chat

მაგისტრალური სისხლძარღვების სრული ტრანსპოზიცია -სისხლის მიმოქცევის დიდი და მცირე წრეების განცალკავება - აორტა ანომალურად გამოდის მარჯვენა პარკუჭიდან, ხოლო ფილტვის ღერო – მარცხენა პარკუჭიდან. სხვა მანკები,რომლებიც უზრუნველყოფენ დიდ და მცირე
წრეებს შორის კავშირს (ღია ოვალური სადინარი, გულის ძგიდეების დეფექტები, ღია არტერიული სადინარი, ფილტვის ვენების ანომალური დრენაჟი), განაპირობებენ ბავშვის სიცოცხლისუნარიანობას.

კლინიკა: ინტენსიური ციანოზი სიცოცხლის პირველივე დღიდან, ფიზიკური განვითარების ჩამორჩენა, რესპირატორული დაავადებებისადმი მიდრეკილება, ქოშინის შეტევები, ადვილად დაღლა (წოვისას), გულის შეგუბებითი უკიმარისობის გამოვლინება (ჰეპატომეგალია, შეშუპებები), კისრის ვენების პულსაცია, ”გულის კუზი”, გულის საზღვრების გადიდება, II ტონის გაძლიერება და აქცენტი ფილტვის ღეროზე.

სისხლის ანალიზი: ჰემოგლობინი 300 გ/ლ მეტი, ერითროციტოზი 11 მლნ–მდე, ჰემატოკრიტი მომატებულია.

ეკგ– გულის ელექტრული ღერძის მარჯვნივ უკიდურესი გადახრა, მარჯვენა პარკუჭის ჰიპერტროფიის ნიშნები, გამტარებლობის დარღვევა, რიტმის დარღვევა.

რენტგენოლოგიურად - გულის ჩრდილის გაფართოება, პირდაპირ პროექციაში არ ვლინდება ფილტვის ღეროს რკალი, მომატებულია
მარჯვენა პარკუჭის პულსაცია.

 მკურნალობა: 1. პროსტინი

                         2. ქირურგიული კორექცია (სასწრაფო). ოპერატიული მკურნალობის გარეშე სიცოცხლის ხანგრძლივობაა 2-3 თვე.


HomeHome



Old school Swatch Watches