Polaroid
Logo-newborn
                                   neonatologia.wap.sh
HomeHomeChat-icon-0Chat

  მჟავა-ტუტოვანი წონასწორობა

1. წყალბადის H+ იონების კონცენტრაცია სისხლში დამოკიდებულია ნახშირმჟავისა (pCO2) და ბიკარბონატის (HCO3) თანაფარდობაზე Henderson-Hasselbalch-ის ფორმულის თანახმად:

                                      H+(მმოლ/ლ)=24xpCO2/HCO3

  ანუ, H+ პირდაპირ პროპორციულია pCO2-ის და უკუპროპორციულია HCO3-ის, რაც განაპირობებს მჟავა-ტუტოვანი შეფარდების პირველად დარღვევებსა და ორგანიზმის კომპენსატორულ პასუხს.

2.pCO2 - ნახშირორჟანგის პარციალური წნევა ჰიპოთეტურ აირულ ფაზაში; გვიჩვენებს სისხლში ნახშირორჟანგის შემცველობას.

3.pO2 - ჟანგბადის პარციალური წნევა, სისხლში გაჯერებული ჟანგბადის შემადგენლობის ამსახველი მაჩვენებელი, ჟანგბადის აქტივობის საზომი.

4.SBE - ფუძეების დეფიციტი ან მეტობა ("+" დადებითი მნიშვნელობა - არაკარბონული მჟავების შეფარდებითი დეფიციტი, H+-ს კარგვა; "-" უარყოფითი  - არაკარბონული მჟავების შეფარდებითი მეტობა, H+-ს მატება).

5.SBS - სტანდარტული ბიკარბონატი - HCO3-ის კონცენტრაცია სისხლის სინჯში, 37 გრადუსზე სტანდარტულ აიროვან ნარევთან გაწონასწორებული, როდესაც pCO2=100 მმ Hg.

6.cLactate - პლაზმაში ლაქტატის კონცენტრაცია.

პირველადი დარღვევები

კომპენსატორული პასუხი

pCO2 მატება =რესპ. აციდოზი

pCO2 კლება=რესპ. ალკალოზი

HCO3 კლება=მეტაბ. აციდოზი

HCO3 მატება=მეტაბ. ალკალოზი

HCO3 კლება=მეტ.ალკალოზი

HCO3 მატება=მეტ.აციდოზი

pCO2 კლება=რესპ.ალკალოზი

pCO2 მატება=რესპ.აციდოზი

  კომპენსატორული რეაქციების მიზანია ფარდობის: pCO2/HCO3საწყისი მნიშვნელობის შენარჩუნება.

NB! ამასთანავე, კომპენსაცია არ ნიშნავს კორექციას.

კომპენსაციის გზები:

1. სასუნთქი სისტემა უზრუნველყოფს მეტაბოლური დარღვევების კომპენსაციას. 

  მეტაბოლური აციდოზი იწვევს ვენტილაციის სტიმულაციას =>მცირდება pCO2. წყალბადის იონების (H+) რაოდენობა უცვლელია, HCO3-ის დაბალი მაჩვენებლების ფონზე.

  მეტაბოლური ალკალოზი კი იწვევს ვენტილაციის დათრგუნვას, მატულობს pCO2, რაც გამოიწვევს H+-ის ბალანსის შენარჩუნებას, HCO3-ის მაღალი მნიშვნელობის პირობებში.

2. თირკმლისმიერი კომპენსაცია ხორციელდება პროქსიმალურ მილაკებში HCO3-ის რეაბსორბციის ცვლილებებით. რესპირატორული აციდოზი იწვევს თირკმლებში HCO3-ის (ბიკარბონატების) რეაბსორბციის სტიმულაციას, ანუ,წონასწორობის შენარჩუნებას, pCO2-ს ფარდობითი ზრდის შედეგად.

მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის მნიშვნელობების ინტერპრეტაცია

ცვლილებები

ინტერპრეტაცია

pHდაბალი+pCO2დაბალი ან N

pHდაბალი+pCO2მაღალი

pHმაღალი+ pCO2მაღალი ან N

pHმაღალი+ pCO2დაბალი

pHნორმა+ pCO2მაღალი

pHნორმა+ pCO2დაბალი

მეტაბ.აციდოზი

რესპირატ.აციდოზი

მეტაბ.ალკალოზი

რესპ.ალკალოზი

რესპ.აციდოზი+მეტ.ალკალოზი

რესპ.ალკალოზი+მეტ.აციდოზი

არტერიული სისხლის აირების მნიშვნელობების ინტერპრეტაცია

მაჩვენებელი

დასკვნა

PaCO2 მატება

PaCO2 ნორმა

PaCO2 კლება

ჰიპოვენტილაცია

ნორმა

ჰიპერვენტილაცია

PaO2<100mmHg

PaO2>100mmHg

PaO2=N

შუნტი

დიფუზური დარღვევები

შევაფასოთ ფარდობა pH/HCO3:

1.HCO3შემცირებულია=> მეტაბოლური აციდოზი;

2.HCO3 ნორმა=> ჰიპერვენტილაცია.

რესპირატორული აციდოზის დროს წარმოშობილი პრობლემები:

ლაქტატ-აციდოზი

    რძის მჟავა არის გლუკოზის ანაერობული მეტაბოლიზმის ბოლო პროდუქტი. ლაქტატის ძირითადი მეტაბოლიზმი მიმდინარეობს ღვიძლში. N=2 მმოლ/ლ.

    ლაქტატის მატება მიუთითებს: ჰიპოქსემიაზე, პოლიორგანულ დისფუნქციებზე, ანემიაზე, სეფსისზე, კარდიოგენულ შოკზე.


HomeHome