XtGem Forum catalog
Logo-newborn
                                   neonatologia.wap.sh
HomeHomeChat-icon-0Chat

 თავის ტვინის ჰიპოქსიურ-იშემიური დაზიანება

მონიტორინგი

1.  ფილტვების დაზიანება: ტაქიპნოე, პნევმონია

-  ფილტვების სისხლძარღვების წინაღობის ზრდა;

-  ფილტვების შეშუპება;

-  ფილტვისმიერი სისხლდენა;

-  მეკონიალური ასპირაცია.

მკურნალობა: ხელოვნური სუნთქვა ადეკვატურ რეჟიმამდე.

2.  გულის დაზიანება: ციანოზი, ტაქიკარდია, ფილტვებში ცირკულატორული დარღვევები, სისტოლური შუილი, ჰეპატომეგალია.

მონიტორინგი: არტერიული წნევა, დიურეზი, SatO2.

მკურნალობა: ხელოვნური სუნთქვა, ინფუზიური მოცულობითი გადატვირთვების აღმოფხვრა, გლიკემიის და აციდოზის კორექცია, კარდიოტონია (დოპამინი, დობუტამინი).

3.  თირკმლების დაზიანება

მონიტორინგი: დიურეზი, ოსმოლარობა, ელექტროლიტები, შარდისა და პლაზმის შარდოვანა, კრეატინინი.

მკურნალობა: ვოლემიის კორექცია (დოპამინი), არტერიული ჰიპოტენზიის კორექცია (Ca++, დოპამინის დოზის ზრდა კარდიოტონურ ეფექტამდე).

4.  გასტრო-ინტესტინალური დარღვევები: ნეკროზულ-წყლულოვანი ენტეროკოლიტი.

მონიტორინგი: პერისტალტიკა->კუჭის მოქმედება->მელენა.

5.  ჰემატოლოგიური დარღვევები: ДВС

მონიტორინგი: ჰემოსტაზიოგრამა, სისხლდენები, ფრთხილი ჰეპარინიზაცია.

6.  ღვიძლის დაზიანება

მონიტორინგი: AlAT, AsAT, ჰიპოალბუმინემია, შედედების დრო, ჰიპერბილირუბინემია, ამონიუმის ზრდა.

                    მკურნალობის ალგორითმი

1.  ტემპერატურული რეჟიმის დაცვა.

2.  PaO2ნორმალიზაცია, რადგანაც თუ:

·  O2ჰიპეროქსია=>ცერებრული პერფუზიის დაქვეითება=>თავის ტვინის ინფარქტები;

·  IMV=>პარამეტრების ოპტიმიზაცია.

3.  PaCO2 ნორმალიზაცია:

·  ჰიპერკაპნია=>ცერებრული ვაზოდილატაცია=>ტვინის ჯანსაღი რეგიონების პერფუზიის ზრდა+იშემიური უბნების მეტი დაზიანება=>ქალასშიდა სისხლჩაქცევები;

·  ჰიპერვენტილაცია=>ცერებრული პერფუზიის შემცირება;

·  ჰიპოკაპნია=>ცერებრული ვაზოკონსტრიქცია.

4.  პერფუზია=ცერებრული პერფუზიური წნევის (ცპწ) ნორმალიზაცია. ცპწ დამოკიდებულია სისტემურ არტერიულ წნევაზე, ამიტომ საჭიროა საშუალო არტერიული წნევის დიაპაზონი 45-55 მმ Hg (დღენაკლულებში 30- 35-40 მმ Hg) =კოლოიდური ხსნარების და ტუტეების მინიმიზაცია, არტერიული წნევის ნორმალიზაცია.

5.  პოლიციტემიის კორექცია=სისხლის ნაწილობრივი შენაცვლებითი ტრანფუზია.

6.  გლიკემიის შენარჩუნება ინტერვალში 4,5-6,0 მმოლ/ლ.

·  6,0-ზე მეტი=> თავის ტვინში ლაქტატის ზრდა=> შეშუპების მატება=> კრუნჩხვები.

·  ჰიპოგლიკემია (აგრესიული კორექცია) = გლუკოზის ხსნარების ინფუზია 0,5-1,0 გ/(კგ.სთ)->შემდეგ 0,3-0,48 გ/(კგ.სთ).

7.  თავის ტვინის შეშუპების კორექცია:

·  ინფუზიური თერაპიის შემცირება;

·  ცერებრალური პერფუზიური წნევის (ცპწ) სტაბილიზაცია.


HomeHome