Ring ring
Logo-newborn
                                   neonatologia.wap.sh
HomeHomeChat-icon-0Chat

  ინექცია კუნთში (ი/კ)

  თანამედროვე შეხედულებებით, ახალშობილებში კუნთებში პრეპარატების ინექცია სასურველია განხორციელდეს ბარძაყის წინა-გვერდით ანუ ანტეროლატერალურ (vastus lateralis) ზედაპირზე და არა დუნდულოებში (m. gluteus maximus). კუნთი vastus lateralis ხასიათდება კუნთების უფრო მეტი მასით, ვიდრე დუნდულოების არე, აქ ნაკლებადაა გამოხატული კანქვეშა-ცხიმოვანი შრე, ამიტომ წამლის შეწოვა ხდება ადეკვატურად

·  ინექციის წინ, ანალგეზიის მიზნით, დაალევინეთ ახალშობილს გლუკოზის 20% ხსნარი, 1,0-3,0 მლ.

·  ინექციის წინ დაელოდეთ სანამ ალკოჰოლი ან სადეზინფექციო ხსნარი მთლიანად აორთქლდება კანის ზედაპირიდან.

·  აუცილებელია ახალშობილის მოძრაობების შეზღუდვა და ბარძაყის ფიქსაცია.

·  კუნთშიდა ინექციისას პრეპარატის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 1,0 მლ-ს.

(NHMRC (2013). Australian Immunisation Handbook 10th edition).


Intra-muskul-injection
HomeHome