Disneyland 1972 Love the old s
Logo-newborn
                                   neonatologia.wap.sh
HomeHomeChat-icon-0Chat
უკან

  ხელოვნური სუნთქვა,  კონტროლირებადი  დროისა და წნევის მიხედვით

ხელოვნური სუნთქვის პარამეტრები

  Pin(inspiratory pressure) -ჩასუნთქვის მართვადი წნევა (ინსპირაციული წნევა), ხელოვნური ვენტილაცია, რეგულირებადი წნევისმიერი კონტროლით. N=12-18 სმ H2O. იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს ფილტვების კომპლაინსის დაქვეითებას, ადექვატური სუნთქვითი მოცულობის მისაღწევად შესაძლებელია მაღალი მაჩვენებლების(30-35 სმ H2O) გამოყენება.  ჩასუნთქვის მართვადი წნევის რეჟიმის არჩევა განისაზღვრება სუნთქვითი მოცულობი (VT) სიდიდით.

  PIP (Peak inspiratory pressure) -ჩასუნთქვის პიკური (უმაღლესი) წნევა, დამოკიდებულია ჩასუნთქვისას ნაკადის სიჩქარეზე, ჩამოყალიბებულ სუნთქვით მოცულობაზე, ჩასუნთქვის დროზე რეგულირებადი წნევისმიერი კონტროლით მიმდინარე ხელოვნური ვენტილაციისას. უმაღლესი წნევის მიღწევის მომენტში სასუნთქ გზებში წყდება ნაკადი, სრულდება ჩაბერვის დრო და დგება ინსპირაციული პაუზის პერიოდი, როდესაც ფილტვებში ჰაერის გადანაწილების შედეგად ეცემა წნევა.

  PEEP (Positive end-expiratory pressure)-დადებითი წნევა ამოსუნთქვის ბოლოს, რომელიც უზრუნველყოფს ფილტვების ფუნქციურ ნარჩენ მოცულობას (FRC). ფიზიოლოგიური N=2-3 სმ H2O, საწყისი პარამეტრი ხელოვნური სუნთქვის პირობებში - 3-5 სმ H2O. ეწინააღმდეგება ბრონქიოლებისა და ალვეოლების კოლაბირებას, ზრდის ალვეოლურ ვენტილაციას.

  FiO2 -ჩასუნთქული ჟანგბადის წილი - ჟანგბადის ფრაქციული კონცენტრაცია ინსპირაციული აირების ნარევში.

  f - სუნთქვის სიხშირე.

  VT – სუნთქვითი მოცულობა

  flow -ნაკადი

  MAP (Mean airway pressure) -სასუნთქი გზების საშუალო წნევა, არის მათემატიკური ერთეული, აპარატის მოცემულ გრაფიკზე აღინიშნება როგორც ფართობი წნევის კრივაია-ს ქვემოთ  სუნთქვის მთელი ციკლის პერიოდში.

 

1. ხელოვნური ვენტილაცია, აღჭურვილი გადამრთველით დროის მიხედვით და წნევის შეზღუდვით,  უზრუნველყოფს ნაკადის უწყვეტობას მტელი სასუნთქი ციკლის განმავლობაში. წარმოებს ჩასუნთქვის მაქსიმალური წნევის კონტროლი.

2. გადართვა მოცულობის მიხედვით ადგენს აირების მუდმივ ნაკადს.

 
HomeHome