Logo-newborn
                                   neonatologia.wap.sh
HomeHomeChat-icon-0Chat

  ჰორმონალური კრიზი

     ლორწოს არბორიზაციის ფენომენი ანუ „გვიმრის ფოთლის“ ფენომენი - მიკროსკოპიისას ცხვირის ღრუს ლორწოში გვიმრის ფურცლის მსგავსი კრისტალიზაციის აღმოჩენა.

გამოკვლევის ტექნიკა: ბამბის ტურუნდით ცხვირის ღრუდან იღებენ ლორწოს და გადააქვთ მინაზე, აშრობენ და იკვლევენ მიკროსკოპში მცირე გადიდებაზე. თუ გვიმრის ფოთლის ნახაზი კარგად ჩანს შეფასებაა „+++“, თუ ნახაზი იშვიათია „++“, ხოლო თუ გვხვდება ერთეული ნახაზი „+“, თუ ნახაზი არ ჩანს „-„.

მნიშვნელობა: ლორწოს არბორიზაციის ფენომენი მიუთითებს ახალშობილის ორგანიზმში ესტროგენების კონცენტრაციაზე. სიყვითლის გარეშე მიმდინარე ჰორმონალური კრიზის დროს არბორიზაციის ფენომენი იშვიათია. კრიზის გარეშე - არბორიზაცია ხშირი და ხანგრძლივია.

NB! ჰორმონალური კრიზი სიყვითლის ფონზე მიუთითებს ბილირუბინის ინაქტივაციის სერიოზული დარღვევებით.

არ არის სხეულის მასის მატება => არასაკმარისი კალორიულობა.


HomeHome



Old school Swatch Watches