Insane
Logo-newborn
                                   neonatologia.wap.sh
HomeHomeChat-icon-0Chat

 ნაწლავური ნერვული კვანძი - არის განგლიების რთული ბადე, რომელიც ფუნქციონირებს ზურგის ტვინის ნეირონებისაგან დამოუკიდებლად, თუმცა გარკვეული ზემოქმედება მასზე n. vagus-ს და ზურგის ტვინის ნერვებს მაინც აქვთ. ნაწლავური ნერვული კვანძის ფუნქციის მარეგულირებელია კაჯალის (Cajal) უჯრედები, რომლებიც განსაზღვრავენ ნაწლავის გლუვი მუსკულატურის კოორდინირებული შეკუმშვის რითმს.

  კაჯალის (კახალის) ინტერსტიციური უჯრედი (interstitial cell of Cajal - ICC) თავისი აგებულებითა და არსით რაღაც საშუალოა ნერვულსა და გლიალურ უჯრედებს შორის და ასრულებს შუამავლობით ნეიროტრანსმისიურ როლს ნერვებსა და ნაწლავის გლუვ მუსკულატურას შორის, ის ერთგვარი შინაგანი "კარდიოსტიმულატორია" ნაწლავისთვის. ამ უჯრედების ბლოკირება იწვევს ნაწლავის ღრმა ჰიპოკინეზიას.


HomeHome