Duck hunt
Logo-newborn
                                   neonatologia.wap.sh
HomeHomeChat-icon-0Chat

  ფილტვის ვენების ტოტალური ანომალური დრენაჟი


Filtvis-ven-drenaji 1

  ფილტვის ვენების ტოტალური ანომალური დრენაჟი - ყველა გულის თანდაყოლილი მანკის 1-2%-ს შეადგენს.

ჰემოდინამიკა: ფილტვებიდან დაბრუნებული სისხლი სრულად ხვდება სისტემურ ვენოზურ ქსელში და მარცხენა წინაგულის ნაცვლად ბრუნდება ისევ მარჯვენა წინაგულში. მარცხენა გულის შევსება შესაძლებელია მხოლოდ წინაგულებს შორის არსებული კომუნიკაციებით (ოვალური სარკმელი ან დეფექტი). ანატომიურად ფილტვების ვენებს აქვთ დამოუკიდებელი კოლექტორი. რომელიც განლაგებულია მარცხენა წინაგულის გარეთ და არ არის მასთან დაკავშირებული. კოლექტორიდან სისხლის მოძრაობის მარშრუტი შეიძლება იყოს:

  1. ზედა ღრუ ვენაში (სუპრაკარდიული ტიპი, შემთხვევების 45%);
  2. კორონარულ სინუსში (კარდიული ტიპი, 25%);
  3. ქვედა ღრუ ვენის სისტემაში (ინფრაკარდიული ტიპი, 20%).

    ანატომიური დეფექტის გამო პირველ დღეებში სიკვდილიანობა განპირობებულია ფილტვების შეშუპებით და გულიდან გადასროლილი სისხლის სიმცირით. ფილტვების ვენების ობსტრუქციის არარსებობისას სიკვდილის მიზეზია გულის უკმარისობა და ფილტვების ინფექციები (1 წლის ასაკში).

კლინიკა (საკუთარი დაკვირვებებით): უშუალოდ დაბადებისას ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ცოტა ხანში აღენიშნებათ წამოქაფებები ან ღებინება, ბავშვი უარს ამბობს საკვების მიღებაზე (თუმცა წოვითი რეფლექსი გამოხატულია კარგად), გულის თანდაყოლილ პათოლოგიაზე გვაფიქრებინებს კანის მორუხო ფერი ან ციანოზი, ქოშინი, სატურაცია  100% ჟანგბადით ინჰალაციისას დაბალია (SatO2=80-ზე ნაკლები).

დიაგნოსტიკა:

1. მიზანმიმართული ექოკარდიოგრაფია;

2. გულის ღრუების კათეტერიზაცია სელექტური ანგიოპულმონოგრაფიით.

მკურნალობა:

  1. ხელოვნური სუნთქვა.

  2. პროსტინის ხანგრძლივი შეყვანა.

  3. ქირურგიული კორექცია.


HomeHome