XtGem Forum catalog
Logo-newborn
                                   neonatologia.wap.sh
HomeHomeChat-icon-0Chat

  ეოზინოფილური ენტეროპათიები - კუჭ-ნაწლავის ნებისმიერი ნაწილის ანთებითი დაზიანება, რომლისთვის დამახასიათებელია ნაწლავის ლორწოვანი და/ან გლუვკუნთოვანი გარსის მასიური ეოზინოფილური ინფილტრაცია. უშუალო მიზეზები დაუდგენელია.

კლინიკა: დიარეა, შეწოვის დარღვევის სინდრომი, ახალშობილი წონაში არ მატულობს, ახასიათებს წამოქაფება და ღებინება, აგზნებადობა, კოლიტი.

ახალშობილებში ეოზინოფილური ანთება შეიძლება გამოიწვიოს ძროხის რძის ან სოიოს აუტანლობამ. ამ შემთხვევაში ვითარდება კოლიტი: დიარეა ლორწოსა და სისხლის შემცველობით, ჰიპოტოფია, ანემია, გაღიზიანებადობა.

პროგნოზი: დადებითია, რადგანაც ძროხის რძის აუტანლობა ქრება 3 წლის ასაკისთვის.

მკურნალობა: H2-ბლოკატორები, ანტაციდები, კრომოლინი, ლეიკოტრიენების ანტაგონისტები, სუკრალფატი, დიეტა ანტიგენების გამორიცხვით.


HomeHome