XtGem Forum catalog
Logo-newborn
                                   neonatologia.wap.sh
HomeHomeChat-icon-0Chat

  ნატრიუმის ცვლა

ნატრიუმი არის სისხლძარღვოვანი სივრცის მთავარი კათიონი< რომლის 67% განიცდის აქტიურ ცვლას. ნატრიუმის როლი ორგანიზმში:

1.ოსმოსური წნევის შექმნით განსაზღვრავს პლაზმის ოსმოლარობას;

2.ორგანისმში აკავებს წყლის მასას;

3.ახდენს ანტიდიურეტული ჰორმონის სეკრეციის სტიმულაციას;

4.მონაწილეობს მემბრანული ბიოელექტრული პოტენციალის შექმნაში.

  საკვებით მიღებული ნატრიუმი ძირითადად შეიწოვება წვრილ ნაწლავში, ხოლო ექსკრეცია ხორციელდება თირკმლებით< ნაწილობრივ ოფლით (5-40 მმოლ/ლ). თუ თირკმლებში ხდება ნატრიუმის 1%-ის გამოყოფა, 99% - ადსორბირდება.

ჰიპერნატრიემიები

1.ჰიპერნატრიემია დეჰიდრატაციით (Na>150მმოლ/ლ) - წყალი უჯრედშიდა სივრციდან გადადის უჯრედგარე სივრცეში, ამიტომ უჯრედგარე სივრცე ნორმაშია;

2.ჰიპერნატრიემია ნორმოჰიდრატაციით - ჰიპოთალამუსის დარღვევების შედეგად;

3.ჰიპერნატრიემია ჰიპერჰიდრატაციით - ხშირად მიზეზები იატროგენულია : NaCl-ის ხსნარის ჩქარი შეყვანა იწვევს ნატრიუმის მკვეთრ მატებას, უჯრედგარე წყლის ექსპანსიას და უჯრედშიდა სივრცის გაღარიბებას. ეს იწვევს სისტემურ ჰიპერტენზიას + ფილტვების შეშუპებას + ნევროლოგიურ დარღვევებს (ინტრაკრანიულ სისხლჩაქცევებს, კრუნჩხვებს, ნეირონების დაზიანებას).



 

ჰიპონატრიემიები



ჰიპონატრიემია



ჰიპოტონიური

Posm<280


იზოტონიური

Posm=280-295

ჰიპერტონიული

Posm>295




ჰიპერპროტეინემია

ჰიპერლიპიდემია

ჰიპერგლიკემია

იატროგენული

(მანიტოლი

გლიცეროლი)


  ჰიპოვოლემიური


ეუვოლემიური

ჰიპერვოლემიური


თირკმლების დანაკარგი:

-ოსმოდიურეზი

-თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა

-მეტაბოლური ალკალოზი

-ფსევდოჰიპო-ალდოსტერონიზმი

კუჭ-ნაწლავის დანაკარგი;

-ოფლდენა

-პანკრეატიტი

-დამწვრობები

-ტრავმები

-პერიტონიტი

-ასციტი

-ანტიდიურეტიული ჰორმონის მატებასისხლში

-ტკივილი

-იატროგენული

-გლუკო-კორტიკოიდების დეფიციტი

-ჰიპოთირეოიდიზმი

-ინტოქსიკაცია წყლით (ინფუზიური თერაპია, გამწმენდი ოყნა)

შეშუპებები:

-გულის უკმარისობა

-ღვიძლის ციროზი

-ნეფროტული სინდრომი

თირკმლის უკმარისობა

(მწვავე, ქრონიკული)

ნატრიუმი შარდში >20 მმოლ/ლ

ნატრიუმი შარდში <20 მმოლ/ლ

ნატრიუმიშარდში

>20 მმოლ/ლ

ნატრიუმი შარდში

<20 მმოლ/ლ

ნატრიუმი შარდში

>20 მმოლ/ლ

მკურნალობა: მარილოვანი ხსნარების შეყვანა

მკურნალობა: მარილოვანი ხსნარების შეყვანა

მკურნალობა: წყლის შეზღუდული შეყვანა

მკურნალობა: სითხეების შეყვანა

მკურნალობა: წყლის შეზღუდული შეყვანა


HomeHome