
მულტიორგანული დისფუნქციის სინდრომი (მოდს)(multiple organ dysfunction syndrome (MODS)) გავრცელებული და რთული პრობლემაა, რადგანაც არის ახალშობილთა დაავადებებისა და სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზი. (Faa G. et al. Multiple organ failure syndrome in the newborn: morphological and immunohistochemical data.\\ J Matern Fetal Neonatal Med. 2012 Oct;25(Suppl 5):68-71.)
მულტიორგანული დისფუნქციის სინდრომი (მოდს) განისაზღვრება როგორც ახალშობილის ორგანიზმის არაადეკვატური გენერალიზებული ანთებითი რეაქცია სხვადასხვა მწვავე დარღვევებზე, გამოიხატება აპოპტოზით, ჰიპერემიით და მიკროთრობოზებით, რაც იწვევს ნაწლავური ბარიერის, ქვედა სასუნთქი გზებისა და ენდოთელიალური ბარიერების დარღვევებს. კერძოდ, ნაწლავური ბარიერის მოშლა იწვევს სიმსივნის ნეკროზული ფაქტორის α (TNFα) მატებას, რაც განაპირობებს ენდოთელიუმის დაზიანებას და მიკრობული ფაქტორების სისხლში მოხვედრას. (Gavino F., et al. Multiple organ failure syndrome in the newborn: morphological and immunohistochemical data. The Journal of Maternal-Fetal and Neonatal Medicine, 2012; 25(S5): 68–71.)
მულტიორგანული დისფუნქციის სინდრომის ადრეულ ეტაპზე, ცირკულირებადი ტოქსინები იწვევენ ორგანოების ენდოთელიუმის უნივერსალურ დაზიანებას. მოგვიანებით ხდება მედიატორების ზეექსპრესია ორგანოების ინტერსტიციალურ სივრცეში. ცალკეულ ორგანოში ანთებითი უჯრედის აქტივაცია ცირკულირებადი ანთებითი მედიატორების მეშვეობით, იწვევს დადებითი წრიული უკუკავშირების ამოქმედებას. (Wang H, Ma S. The cytokine storm and factors determining the sequence and severity of organ dysfunction in multiple organ dysfunction syndrome. Am J Emerg Med 2008;26:711–715.). ენდოთელიალური ბარიერების მოშლა საერთოა ყველა ორგანოსთვის, ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ ორგანული დისფუნქცია თავდაპირველად იწყება ერთ ორგანოში, ხოლო შემდეგ სწრაფად ხდება ტრანსფორმირება პოლიორგანულში. (Jackson RJ et al. A comparison of neonatal and adult multiorgan failure in a rat model. J Pediatr Surg 2000;35:428–431.).
ორგანული დისფუნქციის დესკრიპტორები იდენტიფიცირებულია შემდეგ ორგანოთა სისტემაში: (Graciano A.L. et al. The Pediatric Multiple Organ Dysfunction Score (P-MODS): development and validation of an objective scale to measure the severity of multiple organ dysfunction in critically ill children. Crit Care Med. 2005 Jul;33(7):1484-91.).
|
1. ცენტრალური ნერვული სისტემა: *„ბავშვი არ მომწონს“ *მენტალური სტატუსის მწვავე ცვლილება |
4. ღვიძლის სისტემა: *საერთო ბილირუბინი ≥ 4 mg/dl *ALT 2-ჯერ მეტი ნორმაზე |
|
2. გულსისხლძარღვთა სისტემა: *ჰიპოტენზია (< 5th percentile ასაკთან შედარებით) *საჭიროებს ვაზოაქტიურ მკურნალობას (დოფამინი) *ორი ნიშანი შემდგომიდან: -ფუძეების დეფიციტი > 5 meq/L -ლაქტატი 2-ჯერ მეტი ნორმაზე -კაპილარული შევსება > 5 წმ -AST 2-ჯერ მეტი ნორმაზე |
5. ჰემატოლოგიური (ფიბრინოგენი); *თრომბოციტები < 80,000/mm3 *ჰემოსტაზიოგრამა = International normalized ratio > 2 |
|
3. რესპირატორული სისტემა: *შეფარდება PaO2/FiO2 ratio (<2.50) *PaCO2 > 65 torr *საჭიროებს > 50% FiO2 რომ SpO2 >92% *საჭიროებს დამხმარე ვენტილაციას |
6. თირკმლების სისტემა (შარდოვანას აზოტი). *კრეატინინი 2-ჯერ მეტი ნორმაზე *შარდვა < 0.5 ml/kg/hr |
(მოდიფიცირებული Goldstein B, Giroir B, Randolph A. International pediatric sepsis consensus conference: definitions for sepsis and organ dysfunction in pediatrics. Pediatr Crit Care Med 2005;6(1):2-8.)
Ⴉ -ე.კ.
დადგენილია, რომ ლაქტატის მაღალი შემცველობა მიუთითებს საშუალო ან მძიმე მდგომარეობის პროგნოზზე.(12Shah S., Tracy M., Smyth J. Postnatal lactate as an early predictor of short-term outcome after intrapartum asphyxia // J. Perinatol. – 2004. – Vol. 24, № 1. – P. 16-20.). ლაქტატის შემადგენლობის ზრდა სისხლის პლაზმაში მიუთითებს სისხლის მიმოქცევის უკმარისობის პროგრესირებაზე.(Jat K. R., Jhamb U., Gupta V. K. Serum lactate levels as the predictor of outcome in pediatric septic shock // Indian. J. Crit. Care Med. – 2011. – Vol. 15, № 2. – P. 102-107.). ამრიგად, მკურნალობის ეფექტიურობა განისაზღვრება ლაქტატის შემადგენლობით სისხლის პლაზმაში.
=======================================