
სისხლის ელემენტების წარმოქმნა
ემბრიონალური ჰემოგლობინი (Hb Gower1, Gower Hb და Postland) ჩნდება 1-8 კვირაზე, შემდეგ იცვლება ფეტალურით (Hb F). 30-32 კვირისთვის იწყება მოზრდილთა ტიპის ჰემოგლობინის (HbA) სინთეზი.
სისხლის ყოველი უჯრედის წინამორბედია არადიფერენცირებული და
თვითგანახლებადი პოლიპოტენტური ღეროვანი უჯრედი, რომლიც ციტოკინების
ზემოქმედების შედეგად (SF, IL-3, IL-6, IL-11, IL-1,CM-CSF) გარდაიქმნება
3 ტიპის უჯრედებად:
1. გრანულოციტულ-მაკროფაგალური (პრომიელობლასტი, მიელოციტი,
მეტამიელოციტი, ჩხირბირთვიანი გრანულოციტი და საბოლოოდ ნეიტროფილი,
ეოზინოფილი და ბაზოფილი);
2. მეგაკარიოციტულ-თრომბოციტული (მეგაკარიოციტი, თრომბოციტი);
3. ერითროციტული (ერითრობლასტი, ნორმობლასტი, რეტიკულოციტი, ერიტროციტი).
|
მაჩვენებელი |
0-1 დღე |
მე-7 დღე |
|
ლეიკოციტები |
10-30 ათას |
5-21 ათას |
|
-ეოზინოფილი |
2,2 |
4,1 |
|
-ბაზოფილი |
0,6 |
0,4 |
|
-ჩხირბირთვიანი |
9 |
6 |
|
-სეგმენტბირთ. |
52 |
39 |
|
ლიმფოციტები |
31 |
41 |
|
მონოციტები |
5,8 |
9,1 |
|
მაჩვენებელი |
ნორმა |
|
MCV - Mean corpuscular volume- ერითროციტის საშუალო მოცულობა, გამოიხატება ფემტოლიტრებში (ფლ), ან კუბურ მიკრომეტრებში (მკმ.კუბ). მცირე ან საშუალო ზომის ერითროციტები დამახასიათებელია მიკროსფეროციტული და რკინადეფიციტური ანემიებისთვის. დიდი ზომის ერითროციტები გვხვდება მეგალობლასტური ანემიებისთვის (ვიტამინВ12, ფოლიუმის მჟავის დეფიციტი) |
N= 80 - 100 ფლ ან მკმ.კუბ |
|
MCH - Mean corpuscular hemoglobin- ჰემოგლობინის საშუალო შემცველობა ერითროციტში, გამოიხატება პიკოგრამებში (pg). MCH(pg)=(Hb x 10)/RBC შემცირებულია - რკინადეფიციტური ანემიებისას. მომატებულია - მეგალობლასტური ანემიებისას. |
N=26 - 34 pg |
|
МСНС - Mean corpuscular hemoglobin concentration- ჰემოგლობინის საშუალო კონცენტრაცია საერთო ერიტროციტულ მასაში, ანუ რამდენად არის ერითროციტები გაჯერებული ჰემოგლობინით. მაღალი მაჩვენებელი პრაქტიკულად არ გვხვდება. დაბალი მაჩვენებელი დამახასიათებელია რკინადეფიციტური ანემიებისათვის, ტალასემიისთვის. |
N= 30 - 370 g/l |
|
RDW — Red cell Distribution Width - ერითროციტებისგანაწილების ზღვრები, ანუ „ერიტროციტების ანიზოციტოზი“, რომელიც ასახავს ერიტროციტების გეტეროგენურობას და გამოითვლება როგორც ერითროციტების საშუალო მოცულობის ვარიაცია. |
N= 11.5-14.5% |