
ერითროპოეზის თავისებურებები ახალშობილებში
1. ახალშობილისთვის დაბადებისთანავე დამახასიათებელია ფიზიოლოგიური პოლიციტემია (Hb=170+/- 20 გ/ლ, Ht=0,58+/-0,05);
2. ახალშობილის ერითროციტი შედარებით დიდი ზომისაა, ოსმოსურად არამდგრადია, მომატებულია ნორმობლასტების და რეტიკულოციტების რიცხვი;
3. გესტაციის 30-32 კვირისთვის იზრდება HbA-ს წილი, რომელიც დროულებში საერთო ჰემოგლობინის 30-40 %%-ს შეადგენს;
4. გესტაციის 32 კვირისთვის იწყება ერითროპოეტინის სინთეზის გადანაცვლება ღვიძლიდან თირკმლებში. თირკმლების ჟანგბადის რეცეპტორები მეტად მგრძნობიარენი არიან ჰიპოქსიისადმი, ამიტომ პოლიციტემია მცირდება.
5. ახალშობილისთვის დამახასიათებელია ე.წ. "ფიზიოლოგიური ანემია", რომელიც დროულებში მაქსიმალურად გამოხატულია დაბადებიდან მე-12 კვირისთვის, ხოლო დღენაკლულებში - მე-8 კვირისთვის.
მიზეზები:
1)ერითროციტის სიცოცხლის მოკლე ხანგრძლივობა - 40-70 დღე;
2)სუნთქვის დაწყებისთანავე ქსოვილების ოქსიგენაცია უმჯობესდება, ამიტომ ორგანიზმს ერითროციტების დიდი რაოდენობ აუკვე არ ესაჭიროება;
3)არტერიულ სისხლში pO2-ს მატება იწვევს ერითროპოეტინის სინთეზის დაქვეითებას;
4)ერითროპოეტინის სინთეზის გადანაცვლება თირკმლებში იწვევს ანემიის კუპირებას, ამიტომ,რაც ნაკლებია გესტაციური ასაკი, მით მეტია ანემიის ხანგრძლივობა და პირიქით, რაც მეტია გესტაციის ასაკი, მით ნაკლებია ანემიის ხანგრძლივობა.
დღენაკლულებში ანემიის მიმდინარეობის თავისებურებანი
1. ადრეულიანემია დღენაკლულებში მე-4-8 კვირისთვი საღწევს პიკს, დამახასიათებელი ადაბალი რეტიკულოციტოზი (<10%), ჰემოგლობინი 70 გ/ლ-ზე ნაკლებია, ჰემატოკრიტი დაბალია - 20-30%%.
2. ჰემოგლობინის მაქსიმალურ იდაქვეითების ზღვარზე იწყება ერითროპოეზის სტიმულაცია, ჩქარა ილევა რკინის დანაზოგი (ნაყოფი რკინის 40%-ს ღებულობს დედისაგან ორსულობის მე-2 ნახევარში, ამიტომ დღენაკლულებში რკინის დაგროვება ვერ ხერხდება).
3. დღენაკლულებში ანემია, როგორც წესი, ნორმოციტარულ-ნორმოქრომიულია, რაც მეტყველებს იმაზე, რომ დღენაკლულებს არ შეუძლიათ საკმარისი ერითროპოეტინის გამომუშავება, ახასიათებთ დისპროტეინემია, ფუნქციონალური ჰიპოთირეოზი, თირკმელზედა ჯირკვლების უკმარისობა, არასრულფასოვანი ნეირო-ჰუმორალური რეგულაცია.
კლინიკური ფორმები და მკურნალობა:
1.
დღენაკლულთა ადრეული (4-8 კვირის ასაკის) ანემია - როგორც წესი არ არის დაკავშირებული რკინის, ფოლიუმის
მჟავის ან ვიტამინების დეფიციტთან.
მკურნალობის პრინციპები:
1)რაციონალური კვება, დღენაკლულთათვის განკუთვნილი საკვები (და არა მარტო დედის რძე, რადგანაც დედის რძე ღრმა დღენაკლულს ვერ უზრუნველყოფს საკმარისი საკვები ნივთიერებებით);
2)რაქიტის დროული პროფილაქტიკა, სეირნობა სუფთა ჰაერზე, მასაჟი და სხვ.;
3)რეკომბინანტული ერითროპოეტინის შეყვანა კანქვეშ, დოზით 25-100 ერთ/კგ x 3-ჯერ კვირაში, 4 კვირის განმავლობაში + ვიტამინი Е, 4 კვირის განმავლობაში.
NB! დღენაკლულთა ადრეული (4-8 კვირის ასაკში) ანემია რკინის პრეპარატებით, ვიტამინ B12, ფოლიუმის მჟავით არ იკურნება, რადგანაც ამ შემთხვევაში ანემია, როგორც წესი, არ არის დაკავშირებული რკინის, ფოლიუმის მჟავის ან ვიტამინების დეფიციტთან.
2. დღენაკლულთა შუალედური (9-16 კვირის ასაკის) ანემია, განპირობებულია რკინის, ფოლიუმის მჟავისა და ვიტამინების დეფიციტთან. მკურნალობის პრინციპია ამ დეფიციტის დადგენა და მისი აღმოფხვრა: ინიშნება ფოლიუმის მჟავა 1 მგ/დღ., ვიტამინი E 5-10მგ/დღ., რკინის პრეპარატი 3-5 მგ/კგ.დღეში.
3. დღენაკლულთა გვიანდელი (მე-17 კვირიდან) ანემია. მკურნალობა: სამვალენტიანი რკინა 2 მგ/კგ.დღეში 3-ჯერ დღეში per os 6 თვის განმავლობაში + ეუბიოტიკები.
ზოგიერთი ელემენტის ნორმალური მაჩვენებელი სისხლში
|
რკინა (Fe) |
15 მკმოლ/ლ |
|
ფერიტინი |
30 ნანოგრამი/მლ |
|
ტრანსფერინი |
24,4-41,3 მკმოლ/ლ |